Monday, January 26, 2009

ჩემი სახელი ( მონაწილე გიორგი ქამუშაძე)

ჩემს დიდ ბაბუას, მიხეილ ქამუშაძეს, დიდი სურვილი ჰქონდა, რომ მას ჰყოლოდა შვილთაშვილი, რომლის სახელი იქნებოდა გიორგი, წმ. გიორგის საპატივსაცემლოდ. ჩემი დიდი ბაბუა ძალიან განათლებული და საპატივცემულო კაცი იყო მთელ საჩხერის რაიონში. იგი მუშაობდა მთავარ ბუღალტრად “ჭიათურმარგანმშენში“ მისი მეუღლე ანუ ჩემი დიდი ბებია იყო დამსახურებული პედაგოგი(რუსული ენის მასწავლებელი).ჩემთვის საამაყოა მათი სახელების გახსენება. დღესაც კი, დიდი პატივისცემით მოიხსენიებენ მათ ნაცნობები.
აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრებაში სახელის მოხვეჭას და მითუმეტეს თუ გქვია ისეთი სახელი, როგორიცაა გიორგი.
ეს არის სახელი სიწმინდის, სიძლიერის, სიმტკიცის, უფლის დიდების.წმ. გიორგი ხომ კაბადოკიელი იყო, ბიძაშვილი წმ. ნინო ქართველთ განმანათლებლისა. მან თავისი სიმტკიცით გაუძლო ყველანაირ წამებას უფლის სადიდებლად.
უამრავი ტაძარი აიგო წმ. გიორგის სახელობის. ამ სახელის ტარება საამაყო და საკმაოდ საპასუხისმგებლოა ღვთოსა და ერის წინაშე.
ჩემმა მშობელმა ჩემი სახელი ტათქმაუნდა წმ.გიორგის საპატივცემულოდ და ამავე დროს დიდი ბაბუის სურვილის გამო დამარქვეს.
მე ძალიან მომწონს ჩემი სახელი , იგი ხომ წმინდანის სახელია და უამრავ ადამიანს ჰქვია. ეს სახელი საამაყოა, რადგან არის სიძლიერის,სიმტკიცის, უფლის დიდების მიმანიშნებელი. ამიტომ, ჩემი ვალია, ვიყო ძალიან კარგი გიორგი.